loader

კალიფორნიაში ტყის ხანძრის მხოლოდ 21%-ია ლიკვიდირებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კალიფორნიაში ტყის ხანძრის მხოლოდ 21%-ია ლიკვიდირებული

მეხანძრეები ჩრდილოეთ კალიფორნიაში ტყის ხანძარ „დიქსის“ წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობენ და ამ დროისთვის ხანძრის მხოლოდ 21%-ია ლიკვიდირებული, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შტატში ამჟამად 11 დიდი ტყის ხანძარი მძვინვარებს. დაკარგულია 3 ადამიანი, ათასობით პირი კი ევაკუირებულია.

ხანძარი, რომელმაც ქალაქ გრინვილს დიდი ზიანი მიაყენა, პატარა ქალაქ კრესენტ მილსს ემუქრება, რომელიც გრინვილიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 5 კილომეტრში მდებარეობს.

ხანძარს ამჟამად 5 000-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის. „დიქსიმ“, რომელიც 13 ივლისს გაჩნდა, დაახლოებით 187 369 ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა.