loader

ჯო ბაიდენი მხარს უჭერს თავდაცვის მინისტრის ინიციატივას, აშშ-ის სამხედროებისთვის კოვიდ 19-ის ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯო ბაიდენი მხარს უჭერს თავდაცვის მინისტრის ინიციატივას, აშშ-ის სამხედროებისთვის კოვიდ 19-ის ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს

მტკიცედ ვუჭერ მხარს მინისტრ ოსტინის გზავნილს თავდაცვის დეპარტამენტის გეგმაში, რომ კოვიდ 19-ის ვაქცინა ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისათვის საჭირო ვაქცინაციების სიას დაემატოს არაუგვიანეს სექტემბრის შუა რიცხვებისა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებაშია აღნიშნული.

მანამდე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ სურდა პრეზიდენტისგან მიეღო თანხმობა იმისთვის, რომ სამხედრო მოსამსახურეებისათვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სავალდებულო გახდეს არაუგვიანეს სექტემბრის შუა რიცხვებისა ან უფრო ადრეც, თუკი აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია ვაქცინებს სრულ ავტორიზაციას მანამდე მიანიჭებს.