loader

იტალიაში გაჩენილმა მასშტაბურმა ხანძრებმა ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იტალიაში გაჩენილმა მასშტაბურმა ხანძრებმა ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა

იტალიის ტყეებში მასშტაბურ ხანრებს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას 12 აგვისტოს ANSA ავრცელებს.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ამ მომენტისთვის რეგიონში ანომალიური სიცხეა, რომელიც 48 გრადუსს აღემატება. 

"ლუციფერის" ანტიციკლონმა იტალიაში ზესიცხეები მოიტანა. იწვის კალიბრია, სიცილია, სარდინია და კამპანია" - წერს გამოცემა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, სიცხე თავის პიკს 13 აგვისტოს მიაღწევს. 

დღეს იტალიის უკვე 15 ქალაქია "წითელ ზონაში", სადაც სიცხე იმდენად დიდია, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის საზიანოა.