loader

ძლიერი აფეთქება ქაბულის აეროპორტთან - გავრცელებული ინფორმაციით არიან გარდაცვლილები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძლიერი აფეთქება ქაბულის აეროპორტთან - გავრცელებული ინფორმაციით არიან გარდაცვლილები


ქაბულის აეროპორტთან ძლიერი აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

ჯონ კირბიმ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ქაბულის აეროპორტში აფეთქება მოხდა.

“შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ ქაბულის აეროპორტთან აფეთქება მოხდა. სხვა ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ზუსტდება“ - დაწერა პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ ტვიტერზე.

საერთაშორისო მედიის ცნობით, მომხდარს 11 ადამიანი ემსხვერპლა. თუმცა აღიშნული ფაქტი ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.

ვიდეო: Sky News