X
ბენზინგასამართი სადგურის 20 წლის მოლარე პირბადის ტარების მოთხოვნის გამო მოკლეს - შოკისმომგვრელი შემთხვევა გერმანიაში
18:40 / 21-09-2021

ბენზინგასამართი სადგურის 20 წლის მოლარე პირბადის ტარების მოთხოვნის გამო შელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

პროკურორების განცხადებით, ბენზინგასამართი სადგურის მოლარემ 49 წლის მამაკაცს, რომელსაც ლუდის ყიდვა სურდა, მოსთხოვა დაეცვა წესები და გაეკეთებინა ნიღაბი. მომხმარებელმა მამაკაცის თხოვნაზე უარი განაცხადა და შენობა დატოვა, თუმცა მალევე პირბადით დაბრუნდა, რომელიც მოლარესთან მიახლოებისას კვლავ მოიხსნა.

,,შემდეგ დამნაშავემ იარაღი ამოიღო და მოლარეს თავში ესროლა. მამაკაცი დაეცა და ადგილზევე გარდაიცვალა“, - აღნიშნა პროკურორმა კაი ფურმანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შემთხვევის შემდეგ გერმანიაში ადამიანთა ჯგუფებმა, რომლებსაც კორონავირუსის არ სჯერათ, დამნაშავის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს. აღნიშნულ ინციდენტს საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი გამოეხმაურა. ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში გერმანელი დიპლომატი წერს:

,,სიძულვილი და ღვარძლი იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ამ ყველაფრის არ სჯერათ, ყოფს საზოგადოებას და ადამიანებს კლავს“ .

გერმანელი პოლიტიკოსები აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამენ და აღნიშნავენ, რომ ნებისმიერი სახის ძალადობა იმ ადამიანებისგან , რომლებიც ვირუსის არსებობას არ აღიარებენ, მიუღებელია.

ფოტო: Reuters
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“სახალისო ინციდენტი ქართული ბომონდის წვეულებიდან“ - რა კადრებს ავრცელებს ხათუნა ჟორდანია?   

“მრცხვენოდა ეს პასუხი რომ მივიღე... თქმა, რომ ჯანმრთელი ვარ...“ - ხათუნა ჟორდანია პირდაპირ ეთერში ატირდა.

ვიდეო: “მთავარი არხი“


ბერძნული “ვოისის“ ახალი ქართველი ვარსკვლავი - ნუცა ხურციძემ ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა!
“ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება! კი არ შევალთ, შევვარდებით ნატოში“ - ლელა კაკულია “გიორგი ბრწყინვალესა“ და “მეცნიერების“ შესახებ საგანგებო წინასწარმეტყველებას ავრცელებს
“ყველაზე მაგარი ტაქსის მძღოლი“ - რა ვიდეოს უქვეყნებს მერაბ დვალიშვილი ლიანა ჯოჯუას ლას- ვეგასიდან?
“არაფერია დასამალი... ეს ადამიანი ძალიან ძვირფასია, წელიწადნახევარია უკვე საოცარი ჰარმონია გვაქვს“ - მაია ასათიანი თავის რჩეულზე საუბრობს და ერთ საინტერესო დეტალს განმარტავს
ულამაზესი სანახაობა გლდანში - ვიდეო ინტერნეტ ჰიტი გახდა
“მოდის ახალი პატრიარქი - ამ წუთში ყევლასთვის უცნობი, მაგრამ ყველასთვის ნაცნობი! გინდათ თუ არ გინდათ, დეკანოზი მაინც გათავისუფლდება ციხიდან“ - ლელა კაკულია სკანდალურ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს