loader

პირველი კადრები კრეტიდან, სადაც ძლიერი მიწისძვრა იყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი კადრები კრეტიდან, სადაც ძლიერი მიწისძვრა იყო

საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე, 6-ბალიანი მიწისძვრა იყო. ინფორმაციას kathimerini ავრცელებს. 

ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ ბიძგები რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და კუნძულის მთელ ტერიტორიაზე იგრძნობოდა. 

წინასწარი ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 5.8 ბალს შეადგენდა, ხოლო ეპიცენტრი ქალაქ ირაკლიონიდან 78 კმ-ში იყო.

რაიონის მერის, მანოლის ფრაგგაკისის თქმით, შენობების ნაწილი ჩამოინგრა, დაზიანებულია ეკლესიები და ინფრასტრუქტურა. სახანძრო სამსახურში კი შევიდა ინფორმაცია, რომ ორი პირი ჩამოშლილი შენობის ქვეშ აღმოჩნდა.