loader

აშშ-ში ირემს ორი წელი კისერზე საბურავი ეკიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აშშ-ში ირემს ორი წელი კისერზე საბურავი ეკიდა

კოლორადოს ტყეებში მობინადრე ირემს ავტომობილის საბურავი ორი წელი კისერზე ეკიდა, სანამ შტატის ეროვნული პარკის თანამშრომლებმა არ გაათავისუფლეს. ინფორმაციას გარემოს დაცვის სამსახური "თვითერის" მეშვეობით ავრცელებს. 

აღსანიშნავია, რომ 9 ოქტომბერს ირემი დენვერის სამხრეთ-დასავლეთით შენიშნეს და ტრანკვილიზატორის გამოყენებით დაიჭირეს. იმისათვის, რომ 4.5 წლისა და 270 კგ-იანი ცხოველისთვის საბურავი მოეხსნათ, თანამშრომლებს მისი რქების ნაწილის მოჭრაც მოუწიათ.

თავდაპირველად მათ უშუალოდ საბურავის გაჭრა სურდათ, თუმცა მისი მეტალის კარკასის გასაჭრელი ინსტრუმენტი არ აღმოაჩნდათ. საბურავისა და მასზე დაგროვილი ნაგვის წონა 16 კგ-ს შეადგენდა.

"ჩვენ გვერჩივნა საბურავი გაგვეჭრა და რქები საქორწინო პერიოდისთვის შეგვენარჩუნებინა, მაგრამ სიტუაცია სწრაფად ვითარდებოდა და მოგვიწია ნებისმიერ ფასად გადაგვერჩინა ირემი" - აღნიშნა პარკის თანამშრომელმა სკოტ მერდოკმა. 

პირველად საბურავიანი ირემი 2019 წლის ივლისში შენიშნეს.