loader

კოლუმბიაში ცნობილი ნარკობრონი დაირო ანტონიო უსუგა დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კოლუმბიაში ცნობილი ნარკობრონი დაირო ანტონიო უსუგა დააკავეს

კოლუმბიის ხელისუფლებამ ცნობილი ძებნილი ნარკობარონი დაირო ანტონიო უსუგა დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

კოლუმბიის პრეზიდენტმა ივან დუკე მარკესმა დაკავების ფაქტი სატელევიზიო მიმართვისას დაადასტურა. მისი თქმით, ანტონიო უსუგა ,,ოტონიელის“ სახელით იყო ცნობილი.

”ოტონიელი იყო მსოფლიოში ყველაზე საშიში ნარკოდილერი, პოლიციელების, ჯარისკაცების, სოციალური ლიდერების მკვლელი და არასრულწლოვანთა დამქირავებელი” , - განაცხადა ივან დუკე მარკესმა.