loader

"თალიბანი“ რუსეთისგან ვაქცინების მიღებით დაინტერესებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თალიბანი“ რუსეთისგან ვაქცინების მიღებით დაინტერესებულია

მოძრაობა „თალიბანი“ დაინტერესებულია რუსეთისგან კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიღებით, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ „თალიბანის“ მიერ დანიშნულმა ჯანდაცვის მინისტრმა კალანდარ იბადმა განაცხადა.

„ყველაფერი, რაც ხელს უწყობს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის გაძლიერებას, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ დაინტერესებული ვართ ვაქცინების რუსეთიდან მიღებით, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან, რომელსაც სურს დახმარება გაგვიწიოს ამ სფეროში“, - აღნიშნა კალანდარ იბადმა.