loader

სიერა ლეონეში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიერა ლეონეში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა

სიერა-ლეონეს დედაქალაქ ფრიტაუნში ავტოცისტერნის აფეთქების შედეგად სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა, – ამ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ქვეყნის კატასტროფების მართვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აფეთქების შედეგად დაშავებული 100-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

დედაქალაქ ფრიტაუნის მერის, ივონ აკი-სოიერის განცხადებით, აფეთქება ავტოცისტერნის სხვა სატვირთო ავტომობილთან შეჯახებამ გამოიწვია.

მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა უმეტესობა ავტოსაგაზაო შემთხვევის შედეგად დაღვრილი საწვავის მოგროვებას ცდილობდა, რა დროსაც მეორე აფეთქება მოხდა.