loader

Reuters - ევროპა კვლავ პანდემიის ეპიცენტრი გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Reuters - ევროპა კვლავ პანდემიის ეპიცენტრი გახდა


ევროპა კვლავ პანდემიის ეპიცენტრი გახდა, რამაც ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა აიძულა, „ლოქდაუნის“ ხელახლა დაწესების საკითხი განიხილოს. შვიდდღიანი ინფიცირების მაჩვენებელით, ევროპაზე მსოფლიოში დაფიქსირებული დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების დაახლოებით ნახევარი მოდის.

ქვეყნები, მათ შორის ნიდერლანდები, გერმანია, ავსტრია და ჩეხეთი, ატარებენ ან გეგმავენ ზომებს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად. ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მარკ რუტემ სამკვირიანი ნაწილობრივი „ლოქდაუნი“ გამოაცხადა, რომელიც ძალაში დღეიდან შედის. შეზღუდვების ფარგლებში ბარები, რესტორნები და სუპერმარკეტები ყოველდღე 20:00 საათზე დაიხურება, ის მაღაზიები კი, რომლებიც პირველადი საჭიროების პროდუქტებით არ ვაჭრობენ - 18:00 საათზე. სპორტული ღონისძიებები მაყურებლების გარეშე ჩატარდება, მოსახლეობას კი მოუწოდებენ, იმუშაონ დისტანციურად, თუკი ამის შესაძლებლობა აქვთ.