loader

საბერძნეთში 60 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება - ეხება თუ არა ეს საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საბერძნეთში 60 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება - ეხება თუ არა ეს საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს?


კირიაკოს მიცოტაკიმ ახალი ზომები დააანონსა, რომლის მიხედვითაც, საბერძნეთში ვაქცინაცია საზოგადოების კონკრეტული ნაწილისთვის სავალდებულო ხდება. თუ 16 იანვრამდე პირველი დოზისთვის ვიზიტი დაჯავშნილი არ იქნება, მათ ყოველთვიურად ჯარიმა ელით.

ახალი კანონის მიხედვით, 60 წელს გადაცილებული პირებისთვის სავალდებულოა ვაქცინაცია და თუ 16 იანვრამდე არ დანიშნავენ ვიზიტს, რომ პირველი დოზით აიცრან, ყოველთვიურად გამოეწერებათ ჯარიმა, 100 ევროს ოდენობით (ანუ 100 ევრო ყოველი მომდევნო თვის მანძილზე).

ამას გარდა, საშობაოდ თითოეული ზრდასრულისთვის გაიცემა 2 უფასო სელფ-ტესტი – ერთი შობამდე, მეორე კი ახალი წლისთვის.

პირველი ტესტის უფასოდ აღება შესაძლებელია 6-დან 12 დეკემბრამდე, განურჩევლად იმისა, ხართ თუ არა აცრილი, ხოლო მეორედ ტესტის უფასოდ აღება შესაძლებელია 3-დან 7 იანვრამდე.

მიცოტაკი აცხადებს, რომ ვაქცინაციის ვალდებულებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მისთვის უმძიმესი იყო, თუმცა ეს არ არის სადამსჯელო ღონისძიება, ეს არის ჯანმრთელობის გადასარჩენი საკითხი.