loader

ჩინეთში ელონ მასკის ორეული გამოჩნდა - რა საიდუმლოს აეხადა ფარდა ვიდეოს გავრცელების შემდეგ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩინეთში ელონ მასკის ორეული გამოჩნდა - რა საიდუმლოს აეხადა ფარდა ვიდეოს გავრცელების შემდეგ?


ინტერნეტი ელონ მასკის ჩინელმა ორეულმა “უი იონგ მასკმა“ ააფეთქა. ვიდეო TikTok-ის ჩინურ ვერსიაში, Douyin-ში გავრცელდა.
მას შემდეგ იონგი ნამდვილ ვარსკვლავად იქცა, ვიდეოს ყველგან განიხილავენ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ვიდეო, რომელმაც თითქმის ნახევარი მსოფლიო შეცდომაში შეიყვანა, deepfake ტექნოლოგიით არის დამზადებული.

Deepfake ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ნებისმიერი ადამიანის ფიზიონომიაზე ნებისმიერი ცნობილი ვარსკვლავის სახის მორგებას გულისხმობს. თანაც ეს იმდენად რეალურია, რომ შესაძლოა მაყურებელი შეცდომაშიც კი შევიდეს.
მართლა არსებობს თუ არა მასკის ორეული ჩინეთში, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ამ ვიდეოს შემდეგ იონგი ნამდვილ ვარსკვლავად იქცა.