loader

საოცარი კადრები ყარაბაღის ომიდან, რომელიც ახლა ვრცელდება - ორმა სომეხმა ჯარისკაცმა ორი აზერბაიჯანული ტანკი მოიგერია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საოცარი კადრები ყარაბაღის ომიდან, რომელიც ახლა ვრცელდება - ორმა სომეხმა ჯარისკაცმა ორი აზერბაიჯანული ტანკი მოიგერია


გასული წლის ყარაბაღის კონფლიქტიდან პერიოდულად ახალი კადრები ვრცელდება. გუშინ, 17 დეკემბერს, ტელეგრამ-არხ военный осведомитель-მა უნიკალური კადრები გაავრცელა.

აზერბაიჯანული ჯარის ორი ტანკი ტ-72ავ სომეხ ჯარისკაცებს დაუპირისპირდა, რომლებიც სანგრებში იყვნენ გამაგრებულები. სომხებმა ტანკები მექანიკური ნაღმმტყორცნებით მოიგერიეს, რის შედეგადაც, ტანკებმა უკან დაიხიეს. შემდეგ კი თავად სომეხი ჯარისკაცები გადავიდნენ კონტრშეტევაზე, გაეკიდნენ მძიმე ტექნიკას და ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარები ესროლეს. შეტაკების საბოლოო შედეგი უცნობია, რადგან კადრს ხეები და სხვა მცენარეები ეფარებოდა.