loader

წლის გრინჩი “ომიკრონია“ - რა შეზღუდვები დაწესდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წინასაახალწლოდ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წლის გრინჩი “ომიკრონია“ - რა შეზღუდვები დაწესდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წინასაახალწლოდ?


ახალი წელი ერთი წლით გადაიდო, გრინჩს "ომიკრონი" ჰქვია.
კორონავირუსის ახალი შტამის - "ომიკრონის" გამო რამდენიმე სახელმწიფო კვლავ შეზღუდვებს აწესებს, რის გამოც ახალი წლის მასშტაბური აღნიშვნა ჩაიშალა.

ჰოლანდია პირველი სახელმწიფოა ევროპაში, რომელმაც ახალი წლის გეგმები შეცვალა. ქვეყანაში კარანტინი 19 დეკემბრიდან 14 იანვრამდე გაგრძელდება. შეზღუდვების პერიოდში ქვეყანაში მუშაობას წყვეტს რესტორნები, ესთეტიკის ცენტრები, მუზეუმები, სპორტული დარბაზები, ქუჩაში 2 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალულია.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ კარანტინის მიზეზად "ომიკრონის" შტამის გავრცელება დაასახელა. ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამი ნოემბრის ბოლოს გამოჩნდა. მეცნიერთა აზრით, "ომიკრონი" ბევრად მარტივად ვრცელდება, ვიდრე მისი წინამორბედი შტამები. ქვეყანა მეხუთე ტალღის მოლოდინშია. ჰოლანდიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციით მოსახლეობის 85%-ია აცრილი.

საფრანგეთში კი ტრადიციული საახალწლო ფეიერვერკები გაუქმდა. ირლანდიაში, 30 იანვრის ჩათვლით, რესტორნები 8 საათიდან იკეტება.
ისრაელი, იაპონია და მაროკო სრულად კრძალავს საერთაშორისო ფრენებს.

ავტორი: ნინი ქობალია