loader

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ 12-დან 15 წლამდე ბავშვებში „ფაიზერის“ "ბუსტერ" დოზის გამოყენების ნებართვა გასცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ 12-დან 15 წლამდე ბავშვებში „ფაიზერის“ "ბუსტერ" დოზის გამოყენების ნებართვა გასცა


აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ "ფაიზერის" COVID-19 ვაქცინის მესამე დოზის 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებში გამოყენება დაამტკიცა და გამაძლიერებელი დოზის ინტერვალი ექვსიდან ხუთ თვემდე შეამცირა.

სააგენტომ ასევე დაუშვა მესამე დოზა 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რომლებსავ სუსტი იმუნიტეტი აქვთ.

მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილებები COVID-19-ის შემთხვევების ზრდას ვირუსის Omicron ვარიანტის გავრცელების ფონზე მოჰყვა.

"FDA-ს მიერ მონაცემების შეფასების საფუძველზე, ამჟამად ავტორიზებული ვაქცინების "ბუსტერ" დოზა უზრუნველყოფს უკეთეს დაცვას როგორც "დელტას", ასევე "ომიკრონის" ვარიანტებისგან", -განაცხადა FDA-ს ბიოლოგიური შეფასებისა და კვლევის ცენტრის დირექტორმა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მრჩეველთა პანელი ცვლილებების განსახილველად ოთხშაბათს შეიკრიბება.