loader

სრული ქაოსი ქუჩებში, უამრავი გარდაცვლილი და გადამწვარი შენობები - უმძიმესი რეალობის ამსახველი კადრები ყაზახეთიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სრული ქაოსი ქუჩებში, უამრავი გარდაცვლილი და გადამწვარი შენობები - უმძიმესი რეალობის ამსახველი კადრები ყაზახეთიდან


ყაზახეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არეულობის დროს პოლიციისა და ეროვნული გვარდიის 8 თანამშრომელი დაიღუპა. მათივე ცნობით, შეტაკებების დროს 300-ზე მეტი სამართალდამცველი დაშავდა.

ყაზახეთის ხელისუფლებამ მასობრივი არეულობის ფონზე ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აქამდე საგანგებო მდგომარეობა ალმათისა და მანგისტაუში მოქმედებდა. მედიის ინფორმაციით, რეგულაცია ითვალისწინებს "კომენდანტის საათს" 23:00 საათიდან 07:00 საათამდე, მასობრივი ღონისძიებებისა და გაფიცვების აკრძალვას, იარაღის, საბრძოლო მასალისა და ალკოჰოლის რეალიზაციის აკრძალვას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვა კი გაძლიერებულია.

ყაზახეთის ხელისუფლებამ 4 იანვარს თხევადი აირის ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ განაცხადა, რასაც ჯერ მანგისტაუს რეგიონში, შემდეგ კი მთელ ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა.