loader

"ისლამის უცოდველობა" - ფილმი, რომლის გამოც ისლამური სამყარო აშშ-ს აუმხედრდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ისლამის უცოდველობა" - ფილმი, რომლის გამოც ისლამური სამყარო აშშ-ს აუმხედრდა

ფილმი "ისლამის უცოდველობა", რომელიც წინასწარმეტყველი მუჰამედის შესახებ გადაიღეს, მუსულმანურმა სამყარომ უდიდეს შეურაცხყოფად მიიღო. დემონსტრაციები მიმდინარეობს ლიბიასა და კაიროში. ლიბიის ქალაქ ბენღაზში მუსულმანი დემონსტრანტები ამერიკის საელჩოს დაესხნენ თავს, რასაც ოთხი ამერიკელის, მათ შორის, ელჩის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ისლამი კრძალავს მუჰამედის რაიმე სახით ვიზუალურად გამოხატვას, თუმცა მთავარი პროტესტი ამ ფილმში არა მხოლოდ წინასწარმეტყველის სახით გამოჩენამ, არამედ მისმა პროვოკაციულმა სახემ გამოიწვია.

ფილმს ამერიკელი პროდიუსერი და რეჟისორი ჰყავს, საპროდიუსერო კომპანია კი ებრაულ-ამერიკულია.