loader

თურქეთმა სირიაზე წერტილოვანი დარტყმები განახორციელა - დაღუპულია 5 ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თურქეთმა სირიაზე წერტილოვანი დარტყმები განახორციელა - დაღუპულია 5 ადამიანი

სირიული მხარის მიერ განხორციელებული შეტევის საპასუხოდ, თურქეთმა სირიის სამხედრო ბაზა იდლიბზე წერტილოვანი დარტყმები განახორციელა. შედეგად 5 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი დაიღუპა.

წინა დღით სირიის ტერიტორიიდან ნასროლმა ჭურვმა სასაზღვრო ქალაქ აქსაკალეში 5 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი იმსხვერპლა, რამდენიმე კი მძიმედ დაიჭრა.

თურქულმა მხარემ აღნიშნა, რომ მისმა სამხედრო ძალებმა დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება თავდასხმაზე და სირიის მმართველი რეჟიმი თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფაში ამხილეს.

"ეს წარმოადგენს თურქეთის ტერიტორიაზე თავდასხმას, რის შედეგადაც დაიღუპნენ თურქეთის მოქალაქეები - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მოადგილემ ბულენტ არიჩმა - საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ჩვენ ყველანაირი უფლება გვაქვს, თავდასხმას ჯეროვნად ვუპასუხოთ".

თურქული მხარე საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, აქტიური ზომები მიიღონ. ნატომ უკვე ოფიციალურად დააფიქსირა, რომ სოლიდარობას უცხადებს ანკარას, ხოლო გაეროს უშიშროების საბჭოს ანალოგიური შინაარსის განცხადება, სავარაუდოდ, დღეს გამოქვეყნდება.