loader

თურქეთში მოსახლეობამ სირიაზე დარტყმა გააპროტესტა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თურქეთში მოსახლეობამ სირიაზე დარტყმა გააპროტესტა

თურქეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ სირიასთან ომს არ აპირებს. მისი განცხადება სირიასა და თურქეთს შორის დაძაბული ურთიერთობებით გამოწვეულ საპროტესტო აქციებს მოჰყვა.

დემონსტრანტებმა ანკარასა და სტამბულში გამართეს მსვლელობა და ორ ქვეყანას შორის ძალის გამოყენება დაგმეს. თურქეთის დედაქალაქში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებაც მოხდა.

თურქეთმა საპასუხო ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნა სირიელ სამხედროებს, რაც სირიიდან გახსნილმა ცეცხლმა თურქეთში მსვერპლი გამოიწვია. პარლამენტმა სამხედრო ძალის გამოყენებას თურქეთის საზღვრებს გარეთ მხარი დაუჭირა.

მომზადებულია euronews.net-ის მიხედვით