loader

ნაცისტური სალამი, 7 ათასი პოლიციელი და დარბეული დემონსტრანტები - ანგელა მერკელი საბერძნეთში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნაცისტური სალამი, 7 ათასი პოლიციელი და დარბეული დემონსტრანტები - ანგელა მერკელი საბერძნეთში

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის ვიზიტი საბერძნეთში ადგილობრივების მრავალრიცხოვანი პროტესტის ფონზე წარიმართა.

პროტესტანტებისგან თავის დასაცავად ათენში 7 ათასამდე პოლიციელი იყო მობილიზებული.

სამართალდამცავებმა ათობით ადამიანი დააპატიმრეს. მომიტინგეების დასაშლელად კი, რომელთაც პოლიციას ქვები და ბოთლები დაუშინეს, ცრემლსადენი გაზი გაუშვეს.

საბერძნეთში ეკონომიკური სანქციები ჯერ კიდევ სამი წლის წინ შემოიღეს ევროკავშირისა და ევროპული ბანკის მოთხოვნით, თუმცა ბერძნები პირადად მერკელს ადანაშაულებენ ცხოვრებისეული პირობების გაუარესებაში.

ურთიერთობა ორ სახელმწიფოს შორის გერმანიის კანცლერის ათენში ვიზიტამდეც დაიძაბა. ბერძენი მოსახლეობა ქვეყანაში გერმანელი ტურისტების შემოსვლასა და გერმანულ ენაზე საუბარსაც აპროტესტებს.