loader

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატები ერთმანეთს სატელევიზიო დებატებში შეხვდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატები ერთმანეთს სატელევიზიო დებატებში შეხვდნენ

ამერიკის საპრეზიდენტო დებატებში მიტ რომნისა და ბარაკ ობამას შემდეგ ვიცე-პრეზიდენტების ჯერიც დადგა. 11 ოქტომბერს პირდაპირი ეთერით გადაცემულ დებატებში ერთმანეთს მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მიტ რომნის წარდგენილი კანდიდატი პოლ რაიანი დაუპირისპირდნენ. კანდიდატებმა, ძირითადად, აშშ-ის ეკონომიკასა და საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრეს.

ბაიდენის მთავარი კრიტიკა მიტ რომნის აგრესიულ საგარეო პოლიტიკას შეეხებოდა. რაიანმა კი ობამას ადმინისტრაცია უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა.

ინტერაქტიული გამოკითხვების მიხედვით, მაყურებელთა 48 პროცენტს რაიანის გამოსვლა მოეწონა, 44 პროცენტს კი ბაიდენისა, რაც კიდევ უფრო ამყარებს მიტ რომნის პოზიციებს, რომელმაც წინა კვირას გამართულ საპრეზიდენტო დებატებზე, მაყურებლის აზრით, ობამაზე ბევრად უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა.