loader

რესტორანი ღაზას სექტორში, სადაც მხოლოდ სმენადაქვეითებული ადამიანები მუშაობენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რესტორანი ღაზას სექტორში, სადაც მხოლოდ სმენადაქვეითებული ადამიანები მუშაობენ

პალესტინაში, კრიზისული სიტუაციებით ცნობილ ღაზას სექტორში, გაიხსნა რესტორანი, რომლის პერსონალი სმენადაქვეითებული ადამიანებითაა დაკომპლექტებული.

რესტორან "აფფალუნას" პერსონალსა და კლიენტებს შორის კომუნიკაცია ჟესტიკულაციის მეშვეობით ხდება: ოფიციანტები და მზარეულები ერთმანეთს ნიშნების ენით ესაუბრებიან, კლიენტები კი კერძებს მითითებით ირჩევენ. სწორედ ასეთი უშუალო და სპონტანური ურთიერთობის დამყარება იყო იმ ადამიანების მიზანი, ვინც ამ რესტორნის შექმნისათვის სახსრები გაიღო.

"სმენადაქვეითებულ ადამიანებს მეტი შემართება აქვთ. ჯერჯერობით ერთადერთ პრობლემად კომუნიკაცია რჩება. პირველ ხანებში შეიძლება თარჯიმნების გამოყენება დაგვჭირდეს, რათა კლიენტებს ჩვენი გავაგებინოთ" - აცხადებს რესტორნის ადმინისტრატორი.