loader

ვატიკანში პაპის ავტომობილების გამოფენა გაიხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვატიკანში პაპის ავტომობილების გამოფენა გაიხსნა

ვატიკანის მუზეუმში პაპების კუთვნილი ისტორიული სატრანსპორტო საშუალებების გამოფენა მოეწყო. უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავტომობილების გარდა, აქ შეხვდებით ძვირფასი თვლებით ინკუსტრირებულ კარეტებს, რომლებსაც პაპები მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისამდე იყენებდნენ. ყველა მათგანს თან ახლავს საფირმო ნიშანი - ორი გადაჯვარედინებული გასაღები, ვატიკანის სიმბოლო.

პაპმობილებმა განსაკუთრებული პოპულარობა იოანე პავლე მეორის დროს მოიპოვეს, რომელიც სახურავგადახდილ ჯიპისმაგვარ ავტომობილს იყენებდა, რაც ლამის სიცოცხლის ფასად დაუჯდა - 1981 წელს მას თურქმა ტერორისტმა მეჰმეტ-ალი აგჯამ ესროლა და მძიმედ დაჭრა. გადარჩენილმა პაპმა მოგვიანებით მონანიე აგჯას დანაშაული მიუტევა.