loader

თურქეთის პოლიციამ ანტისამთავრობო მსვლელობა ცრემლსადენი გაზით და წყლის ჭავლით დაარბია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თურქეთის პოლიციამ ანტისამთავრობო მსვლელობა ცრემლსადენი გაზით და წყლის ჭავლით დაარბია

თურქული პოლიცია ანკარაში ანტისამთავრობო მსვლელობაზე შეკრებილ ათასობით დემონსტრანტს ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით გაუსწორდა. უნდა აღინიშნოს, რომ ანტისამთავრობო მარში სეკულარისტებმა მთავრობის აკრძალვის მიუხედავად გამართეს. სეკულარული მოძრაობის მომხრეები მმართველ რეჟიმს ავტოკრატიულობასა და რელიგიურ ექსტრემიზმში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, პრემიერ ერდოღანისა და მისი პარტიის ისლამისტური ტენდენციები საფრთხეს უქმნის თურქეთის, როგორც რესპუბლიკის არსებობას, რომელსაც მუსტაფა ქემალ ათათურქმა დაუდო დასაბამი.

"გადადგეს მთავრობა! ჩვენ მუსტაფა ქემალის მეომრები ვართ! თურქეთი სეკულარულია და სეკულარულადვე დარჩება!" - სკანდირებდნენ მსვლელობის მონაწილენი. "ისინი ცდილობენ, ჩვენი ქვეყანა ირანად ან ახალ ნეო-ოტომანურ იმპერიად გადააქციონ. ჩვენ ეს არ გვსურს. ჩვენ დღეს აქ ვდგავართ, რათა ვებრძოლოთ მათ, ვისაც თურქული რესპუბლიკის პრინციპების განადგურება სურს" - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ერთ-ერთმა დემონსტრანტმა.

მსვლელობის მონაწილეებმა პოლიციის მიერ აღმართულ ბარიკადებს სხვადასხვა საგანი დაუშინეს, რასაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით უპასუხა. შეტაკებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავდა რამდენიმე ადამიანი.