loader

ბავშვი პატარძლები - თურქეთის დაუსრულებელი ტრაგედია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბავშვი პატარძლები - თურქეთის დაუსრულებელი ტრაგედია

გაეროს მოსახლეობის ფონდმა 2012 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა ვიდეო თურქეთის დაუსრულებელი ტრაგედიის - ბავშვი პატარძლების შესახებ.

პრობლემა, რომელიც თურქეთის გარდა, ბევრ ისლამურ ქვეყანას აწუხებს, აქ განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა. სამიდან ერთი ქორწინება თურქეთში ე.წ. ბავშვთა ქორწინებაა. ბოლო კვლევების თანახმად, თურქეთში 182 ათასამდე "ბავშვი პატარძალია". გოგონები ოჯახისთვის ეკონომიკურ "ტვირთს" წარმოადგენენ, რის გამოც მშობლებს ისინი სკოლიდან გამოჰყავთ (საუბარია 10-16 წლის გოგონებზე) და იძულებით ათხოვებენ მათზე ბევრად უფროს და ფინანსურად შეძლებულ მამაკაცებზე. თურქი ქალების 8%, რაც 2 მილიონზე მეტ ადამიანს გულისხმობს, სრულიად გაუნათლებელია.

გოგონები, რომლებსაც არც განათლება აქვთ და უუფლებონი არიან, ხშირად ხდებიან ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი მეუღლეების მხრიდან.