loader

თელ-ავივში სამგზავრო ავტობუსის აფეთქებას ღაზაში ზეიმით შეხვდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თელ-ავივში სამგზავრო ავტობუსის აფეთქებას ღაზაში ზეიმით შეხვდნენ

თელ-ავივის ცენტრში სამგზავრო ავტობუსის აფეთქებას ღაზას სექტორში საზეიმო სროლით შეეგებნენ. "ჰამასის" სპიკერმა სამი აბუ ზუჰრიმ კმაყოფილება ვერ დამალა მომხდარის გამო და აფეთქება ისრაელის აგრესიაზე ბუნებრივ რეაქციად შეაფასა.

თელ-ავივის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 15-მდე ადამიანი დაშავდა.

თელ-ავივის პოლიციის განცხადებით, აფეთქებაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია და ამჟამად მისი დაკითხვა მიმდინარეობს. დასავლური პრესა მიიჩნევს, რომ მომხდარი კიდევ უფრო გაართულებს მხარეთა შორის საზავო შეთანხმების მიღწევას, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ორივე მხარემ დააფიქსირა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის სურვილი.