loader

ისრაელი და "ჰამასი" დაზავდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ისრაელი და "ჰამასი" დაზავდნენ

ეგვიპტის შუამდგომლობით, ისრაელი და პალესტინური დაჯგუფება "ჰამასი" ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. 8-დღიანი ორმხრივი ცეცხლის შემდეგ, რომლის დროსაც 140-ზე მეტი პალესტინელი და ისრაელის 5 მოქალაქე დაიღუპა, ეგვიპტისა და დასავლეთის ჩარევის შედეგად მხარეებმა, როგორც იქნა, საერთო ენა გამონახეს. რაც შეეხება თავად დაპირისპირებულ მხარეებს, "ჰამასმა" ზავის დადება კონფლიქტში საკუთარ გამარჯვებად გამოაცხადა, ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნათანიაჰუმ კი განაცხადა, რომ თუ "ჰამასის" მხრიდან ზავის პირობები დაირღვევა, ისრაელი ახალი ძალით და უფრო მკაცრად უპასუხებს პალესტინურ აგრესიას.

თავის მხრივ, "ჰამასის" ლიდერმა ხალედ მეშალმა ისრაელის შეტევას "მოღალატური აგრესია" უწოდა და ასევე, გააფრთხილა ისრაელი, რომ "ჰამასი" მხოლოდ მაშინ დაემორჩილება ზავის პირობებს, თუკი ისრაელიც იგივეს გააკეთებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მის მეომრებს "თითი ჩახმახზე აქვთ". საერთაშორისო თანამეგობრობა მიესალმა ზავის დადებას და ეგვიპტის, როგორც მედიატორის როლს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის განცხადებით, პრეზიდენტ მურსის მთავრობამ ამ ნაბიჯით "რეგიონული ლიდერის როლი" მოირგო. ზავის მიხედვით, ეგვიპტე ასევე კონფლიქტში ოფიციალური დამკვირვებლის ამპლუას მოირგებს, რომლის უპირველესი მოვალეობა მხარეთა მიერ ზავის პირობების შესრულების მონიტორინგი იქნება.