loader

ნიკოლა სარკოზი არალეგალური პოლიტიკური დაფინანსების ბრალდებით დაკითხეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიკოლა სარკოზი არალეგალური პოლიტიკური დაფინანსების ბრალდებით დაკითხეს

საფრანგეთის ექს-პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის შესაძლოა, სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუწიოს. ბორდოში არალეგალური პოლიტიკური დაფინანსების მიღებაში ეჭვმიტანილი სარკოზის დაკითხვა 12 საათი მიმდინარეობდა.

სამართალდამცავები ეჭვობენ, რომ საფრანგეთის ექს-პრეზიდენტმა ბოროტად გამოიყენა ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ქალბატონის, "ლორეალის" კოსმეტიკური ფირმის მემკვიდრის, ლილიანა ბატენკურის ნდობა, რათა 2007 წლის საკუთარი საარჩევნო კამპანიისათვის დაშვებულზე ბევრად მაღალი ფინანსური შემოწირულობები მიეღო. ბეტანკურის ყოფილი პირადი ბუღალტერი აცხადებს, რომ თანხა ერიკ ვოერთს, სარკოზის კამპანიის ხაზინადარს ეძლეოდა. ვოერთიცა და სარკოზიც ბრალდებას უარყოფენ. დასავლურ პრესაში წერენ, რომ მიუხედავად იმისა, აღმოჩნდება თუ არა სარკოზი დამნაშავე, თავად დაკითხვის ფაქტი მნიშვნელოვან ჩრდილს მიაყენებს მის რეპუტაციასა და შეუმცირებს პოლიტიკაში წარმატებით დაბრუნების შანსებს.