loader

სირიაში, საბავშვო ბაღში ჩამოგდებულმა ბომბმა ათი ბავშვი იმსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სირიაში, საბავშვო ბაღში ჩამოგდებულმა ბომბმა ათი ბავშვი იმსხვერპლა

სირიის ოპოზიციის განცხადებით, სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებულ კასეტურ დაბომბვას 10 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოპოზიციის აქტივისტების თქმით, ასადის რეჟიმის საბრძოლო თვითმფრინავმა კასეტური ბომბი საბავშვო ბაღის სათამაშო მოედანზე ჩამოაგდო.

ანალოგიური თავდასხმა სამთავრობო ძალებმა აჯანყებულთა სამხედრო ბაზებზეც განახორციელეს. წითელი ჯვრის მისია სირიაში აცხადებს, რომ ჯერჯერობით მომხდარზე უტყუარ ინფორმაციას არ ფლობს. თუ სირიის სამთავრობო ძალების მიერ კასეტური ბომბების გამოყენება ოფიციალურად დამტკიცდა, ინციდენტი უზარმაზარ საერთაშორისო მნიშვნელობას შეიძენს, რადგან, ჟენევის კონვენციის მიხედვით, კასეტური ბომბები შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ სამხედრო ობიექტებთან მიმართებაში და არამც და არამც სამოქალაქო შენობებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.