loader

ეგვიპტეში მასობრივი არეულობები კვლავ გრძელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეგვიპტეში მასობრივი არეულობები კვლავ გრძელდება

ეგვიპტეში მასობრივი არეულობები კვლავ გრძელდება და მომიტინგეებს ქვეყნის ცნობილი ადამიანებიც შეუერთდნენ: მსახიობები, მუსიკოსები და ხელოვნების სხვა მოღვაწეები. ისინი ტაჰრირის მოედანზე დაბანაკებული მომიტინგეების მსგავსად პრეზიდენტ მურსისგან სამართლებრივი იმუნიტეტის შესახებ კანონის გაუქმებას მოითხოვენ.

კანონის ძალით, ახალი პარლამენტის არჩევამდე, პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სამართლებრივ აპელირებას არ ექვემდებარება. კანონის თავდაპირველი ვარიანტი ანალოგიურ იმუნიტეტს მთავრობის და პარლამენტის ზედა პალატის წევრებსაც ანიჭებდა, თუმცა, მოგვიანებით ეგვიპტის პრეზიდენტი კომპრომისზე წასვლას დათანხმდა და კანონი რამდენადმე "შეკვეცეს". მიუხედავად შესწორებებისა, მომიტინგეები ამ კანონს "დიქტატორულს" უწოდებენ და მის გაუქმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ.


www.aljazeera.com