loader

მასიური საპროტესტო აქციები ეგვიპტეში პრეზიდენტ მურსის წინააღმდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მასიური საპროტესტო აქციები ეგვიპტეში პრეზიდენტ მურსის წინააღმდეგ

ეგვიპტის უსაფრთხოების ძალები საპრეზიდენტო სასახლის გარშემო განლაგდნენ. ისინი პრეზიდენტ მურსის წინააღმდეგ დაგეგმილი მასიური საპროტესტო აქციის დასახვედრად ემზადებიან. საპროტესტო მარშის დანიშნულების პუნქტი პრეზიდენტის სასახლეა.
თერთმეტმა ოპოზიციურმა და დამოუკიდებელმა გაზეთმა უარი განაცხადა, "დამორჩილებოდა დიქტატურას".

ეგვიპტურმა "ინდეპენდენტმა" განაცხადა: "ჩვენ ვეწინააღმდეგებით მედიის თავისუფლების შეზღუდვას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ასობით ეგვიპტელმა საკუთარი სიცოცხლე ამ თავისუფლებისათვის გაწირა."

ახალი კონსტიტუციის მიღება, ისლამისტი მურსის არჩევის შემდეგ, ქვეყანაში ყველაზე დიდი პოლიტიკური კრიზისის მიზეზი გახდა.


euronews.net