loader

სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

დამასკოში სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა სამმა აფეთქებამ დააზიანა. ერთ-ერთი ბომბი ავტომობილში იყო მოთავსებული.

სამთავრობო ტელევიზია აცხადებს, რომ რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, ათეულობით კი დაშავდა.

სამინისტრო იმ ტერიტორიაზეა განთავსებული, სადაც უწინ სირიელ ამბოხებულებსა და სამთავრობო ძალებს შორის ბრძოლები მიმდინარეობდა.

კონფლიქტი, რომელიც ძირითადად დამასკოს გარეთ ვითარდებოდა, უკანასკნელ თვეებში პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის ქალაქამდეც მივიდა.