loader

ჟერარ დეპარდიემ საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჟერარ დეპარდიემ საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა

ფრანგმა კინოვარსკვლავმა ჟერარ დეპარდიემ საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა. მიზეზი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ჟან-მარკ ეროს განცხადებაა, რომელიც პოლიტიკოსმა მსახიობის მისამართით გააკეთა. ერომ დეპარდიეს გადაწყვეტილებას ბელგიაში გადასახლების თაობაზე "სამარცხვინო საქციელი" უწოდა.

დეპარდიემ პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართა, რომელშიც უკმაყოფილება გამოხატა. "მხარდაჭერას არ ვითხოვ, მაგრამ პატივისცემა მაინც გამოიჩინეთ. არავისთვის, ვინც საფრანგეთი დატოვა, ასეთი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. ვინ ხართ, რომ თავს ჩემი განსჯის უფლებას აძლევთ, თქვენ გეკითხებით, ერო" - წერს დეპარდიე.

ინფორმაცია მსახიობის ბელგიაში გადასახლების შესახებ ჯერ კიდევ ნოემბერში გავრცელდა და პოლიტიკოსების მხრიდან ნეგატიური რეაქცია გამოიწვია.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე