loader

მღვდელი, რომელიც მრევლს ყოველდღიურად სადილით უმასპინძლდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მღვდელი, რომელიც მრევლს ყოველდღიურად სადილით უმასპინძლდება

ათენში, წმინდა ემილიენის სახელობის ეკლესიაში, ადგილობრივი მოძღვარი თავის მრევლს ყოველდღე უფასო სადილით უმასპინძლდება. წინასადღესასწაულოდ მან ორმოცამდე ადამიანისთვის მოამზადა სადილი.

მამა ნიკოლა არგირუპოლისის თქმით, ეკლესიის ვალდებულებაა, დაეხმაროს გაჭირვებაში მყოფ ხალხს: "სამწუხაროდ, წელს ბევრ გაღატაკებულ ადამიანს ვხედავ. ადამიანებს, რომლებსაც სახლები, მანქანები, სამუშაო და ძვირფასი ნივთები ჰქონდათ, ერთ დღეს სამსახური დაკარგეს. შედეგად, ოჯახის გამოკვების საშუალებაც კი აღარ აქვთ. ამიტომაც ჩვენ ვალდებულნი ვართ, მათ დავეხმაროთ".

საბერძნეთში, სადაც უკვე მეექვსე წელია, კრიზისი მიმდინარეობს, 2008 წლიდან მოყოლებული, ეკონომიკა 28%-ით შემცირდა.