loader

18 წლის გოგონა, დედის მკურნალობის ხარჯების დასაფარად, აუქციონზე ქალწულობას ყიდის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

18 წლის გოგონა, დედის მკურნალობის ხარჯების დასაფარად, აუქციონზე ქალწულობას ყიდის

ბრაზილიის პატარა ქალაქ საპიასუში მცხოვრებმა რებეკა ბერნარდომ არამარტო მშობლიურ ქალაქში, არამედ მთელი ბრაზილიის მასშტაბით გაითქვა სახელი უცნაური მიზეზით: გოგონას დედა მძიმე ავადმყოფია და თავად გადაადგილებასაც ვერ ახერხებს. თინეიჯერს თავად უწევს ოჯახის რჩენა. მიმტანობისა და მაღაზიაში გამყიდველად მუშაობის შემდეგ რებეკამ გადაწყვეტილება მიიღო, ფული სწრაფი და განსხვავებული გზით ეშოვა. დედის მკურნალობის და სხვა ქალაქში ახალი ცხოვრების დაწყების იმედით, გოგონამ ვიდეო განათავსა youtube-ზე, სადაც მყიდველებს აუქციონზე იწვევს: 18 წლის რებეკა ქალწულობას ყიდის. მისი თქმით, ჯერ მხოლოდ სამი შეთავაზება მიიღო - მათგან ყველაზე "ძვირადღირებული" ანონიმი მყიდველისგან, რომელიც 35 ათასი დოლარის გადახდას აპირებს.

რებეკა ბერნარდო პირველი არაა, ვინც ამ გზით გადაწყვიტა "გამდიდრება". ოქტომბერში 20 წლის კატარინა მიგლიორინიმ ქალწულობა 780 ათას დოლარად გაყიდა. აღსანიშნავია, რომ რებეკასგან განსხვავებით, კატარინამ შემოსული თანხით საქველმოქმედო ორგანიზაცია დააფუძნა და მის მშობლიურ ქალაქში უსახლკაროების დახმარებას აპირებს.

ასევე იხილეთ: 20 წლის ბრაზილიელმა გოგონამ ქალწულობა 780 ათას აშშ დოლარად გაყიდა