loader

ვლადიმერ პუტინი მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში ლიდერობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვლადიმერ პუტინი მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში ლიდერობს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში მეორე ადგილი დაიკავა. რუსული მედიის ინფორმაციით, რეიტინგი ჟურნალმა Foreign Policy-მ გამოაქვეყნა.

რეიტინგის შედგენის დროს ყურადღება გამახვილდა გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების უნარზე, ასევე, ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე.
რეიტინგს ახლავს კომენტარებიც, სადაც პუტინზე ნათქვამია, რომ "მართალია, ის ახლა არც ისეთი პოპულარულია, როგორსაც შეჩვეულია, მისი ქვეყანაც არ ფლობს ისეთ გავლენას, როგორც საბჭოთა კავშირს ჰქონდა, თუმცა მსოფლიოში არავის მოუხერხებია ხელში აეღო როგორც ადგილობრივი, ასევე რეგიონული მმართველობა, როგორც ეს პუტინმა მოახერხა".

აღსანიშნავია, რომ რეიტინგის პირველი ადგილი ვაკანტური დარჩა და სიას პირველი ნომერი არ ჰყავს. "გმირების გარეშე მყოფ მსოფლიოში ჯერ კიდევ ელოდებიან ადამიანს, რომელიც თავის თავზე აიღებს ყველა რთული და საშიში პრობლემის გადაჭრას", - აღნიშნავენ რეიტინგის ავტორები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ლიდერები, რომლებიც რეიტინგში მოხვდნენ, მხოლოდ ადგილობრივი და რეგიონალური პრობლემების მოგვარებით არიან დაკავებულები. 

მესამე ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის პრეზიდენტი ბენუ ბერნანკე დასახელდა. მეოთხე და მეხუთე ადგილები კი გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ გადაინაწილეს. შემდეგ მოდიან: ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველი მარიო დრაგი და ჩინეთის ახალი ლიდერი სი ცზინპინი.

მერვე ადგილზე დასახელდა ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ჰამენეი, ხოლო მეცხრე ადგილზე - საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი. Foreign Policy-ს ათეულს საუდის არაბეთის მეფე-აბდულა იბნ აბდელს აზიზი ასრულებს.