loader

რეკორდული სიცხე ავსტრალიაში - ტყის ხანძრები და აორთქლებული საწვავი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რეკორდული სიცხე ავსტრალიაში - ტყის ხანძრები და აორთქლებული საწვავი

ავსტრალიაში რეკორდულად მაღალმა ტემპერატურამ ტყის საფარში ხანძარი გააჩინა. თითქმის ერთი კვირაა, ავსტრალიის სხვადასხვა ნაწილში ტყეებში ცეცხლი მძვინვარებს. სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში ცენტრალურ ავსტრალიაში ტემპერატურის მატებას 54 გრადუს ცელსიუსამდე ვარაუდობენ.

სამხრეთ ავსტრალიის ქალაქ ოოდნადატაში 48-გრადუსიანმა სიცხემ ადგილობრივი ბენზინგასამართი სადგურების მფლობელები აიძულა, მუშაობა დროებით შეეწყვიტათ, რადგან საწვავმა აორთქლება დაიწყო.