loader

პარიზში სამი ქურთი ეროვნების ქალი მოკლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარიზში სამი ქურთი ეროვნების ქალი მოკლეს

პარიზში, ქურთების ინსტიტუტის წინ, ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა. ისინი ინსტიტუტში მომხდარ მკვლელობაზე აღშფოთებას გამოთქვამდნენ. მოკლულია სამი ქურთი ქალი, რომელთაგანაც ერთი ქურთების მუშათა პარტიის თანადამფუძნებელია. ეს პარტია თურქეთში ტერორისტულ დაჯგუფებად არის მიჩნეული და უკვე ათწლეულებია, თურქეთის მთავრობასთან იბრძვის. გარდაცვლილთა სხეულები ხუთშაბათს, დილის 2 საათზე აღმოაჩინეს. სამივე მათგანს ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი. როგორც ერთ-ერთმა მედიასააგენტომ განაცხადა: "მკვლელობის სცენა სიკვდილით დასჯის პროცედურას ჰგავდა, გამოძიება ზუსტ გარემოებებს მალე დაადგენს".


euronews.net