loader

"ფემენის" შიშველი პროტესტი რომის პაპის აივნის წინ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფემენის" შიშველი პროტესტი რომის პაპის აივნის წინ

ვატიკანში კვირა დღეს, ტრადიციულად, შეკრებილი მორწმუნეების წინაშე რომის პაპი გამოდის. თუმცა ამ კვირას პაპის აივნის წინ მხოლოდ მორწმუნენი არ შეკრებილან: ფემინისტთა ჯგუფმა "ფემენმა" თავისი პროტესტი ჩვეული ფორმით გამოხატა. ისინი ჰომოსექსუალთა ქორწინების მიმართ ეკლესიის პოზიციას აპროტესტებდნენ და სხეულებზე "ჩვენ გვჯერა გეების" ეწერათ. დამსწრეების უმეტესობა მომხდარს გაოცებული უყურებდა, თუმცა ერთმა ქალბატონმა მსგავსი პროტესტი ვერ აიტანა და აქტივისტებთან ხელჩართულ ბრძოლაში ქოლგით შეიჭრა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, პაპმა ბენედიქტ XVI-მ არეულობა არც კი შენიშნა და ლოცვა აუღელვებლად დაასრულა.