loader

"UNICEF" და მსახიობი მია ფეროუ სირიელი ლტოლვილების დახმარებისკენ მოუწოდებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"UNICEF" და მსახიობი მია ფეროუ სირიელი ლტოლვილების დახმარებისკენ მოუწოდებენ

სირიაში მიმდინარე კონფლიქტმა მრავალი ადამიანი იძულებული გახადა, საკუთარი ქვეყანა დაეტოვებინა. ლიბანში რეგისტრაციას ელის 200 ათასი სირიელი. მათ ნახევარს ბავშვები წარმოადგენენ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საბავშვო ფონდი "UNICEF" სასწრაფო ჰუმანიტარულ დახმარებას აწვდის ლტოლვილებს, რომლებმაც თავშესაფარი იპოვეს ლიბანში. ერთ-ერთი ბანაკი რამოდენიმე დღის წინ ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა მია ფეროუმაც მოინახულა. "მოსალოდნელია თოვა, შემდეგ წვიმა. რა უნდა გააკეთონ ადამიანებმა? ისინი სავალალო მდგომარეობაში იმყოფებიან. მე მოვუწოდებ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაეხმარონ ლტოლვილებს" - აცხადებს მსახიობი.


euronews.net