loader

ერთსქესიანთა ქორწინების მხარდასაჭერად პარიზში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერთსქესიანთა ქორწინების მხარდასაჭერად პარიზში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა

პარიზში 130 ათასამდე დემონსტრანტი გამოვიდა სამთავრობო კანონპროექტის მხარდასაჭერად, რომელიც ერთსქესიანებს ქორწინებისა და შვილად აყვანის უფლებას მისცემს.

მიუხედავად მძაფრი წინააღმდეგობისა საზოგადოების ნაწილის მხრიდან, უკანასკნელი კვლევების თანახმად, საფრანგეთის მოსახლეობის 63% გეი-ქორწინების ლეგალიზებას ემხრობა.

საფრანგეთის პარლამენტი კანონპროექტის განხილვას იანვრის ბოლოს დაიწყებს და სავარაუდოდ, დიდ მხარდაჭერასაც მიიღებს. თუ კანონი ძალაში შევა, საფრანგეთი ჩადგება იმ ქვეყნების რიგში, ვინც ერთსქესიანთა ქორწინება ლეგალური გახადა. მათ შორის არიან: ბელგია, პორტუგალია, ესპანეთი, შვედეთი, ნორვეგია, სამხრეთ აფრიკა და აშშ-ს ცხრა შტატი.

news.am