loader

სტერილიზაციის ოპერაციის შემდეგ 100-ზე მეტი ქალი ექიმებმა მიწაზე დაყარეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სტერილიზაციის ოპერაციის შემდეგ 100-ზე მეტი ქალი ექიმებმა მიწაზე დაყარეს

ინდოეთში, დასავლეთ ბენგალიის შტატის სახელმწიფო კლინიკაში, ადგილების სიმცირის გამო 100-ზე მეტი ნაოპერაციები ქალი ექიმებმა ღია ცის ქვეშ, მიწაზე მწოლიარე დატოვეს. მსოფლიო შეძრა ვიდეოკადრებმა, სადაც ასახულია, როგორ ფხიზლდებიან ნარკოზის ქვეშ მყოფი ქალები კლინიკის გვერდით მდებარე მინდორში პირდაპირ გამვლელების თვალწინ. ყველა მათგანმა სტერილიზაციის ოპერაცია ჩაიტარა.

კლინიკაში სტერილიზაციის სახელმწიფო პროგრამის განყოფილებაში სულ 60 პაციენტის ადგილია - 30 ქალებისთვის და ამდენივე მამაკაცებისთვის. დებულების თანახმად, ექიმებს დღეში 25 ოპერაციაზე მეტის გაკეთება ეკრძალებათ. მიუხედავად ამისა, 100-ზე მეტი ოპერაცია ერთ დღეში მხოლოდ ორმა ექიმმა ჩაატარა. ამის გამო კლინიკას სანქციები ემუქრება.