loader

როგორ შეაყვაროთ გოგონას თავი - რჩევა დიმიტრი მედვედევისგან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ შეაყვაროთ გოგონას თავი - რჩევა დიმიტრი მედვედევისგან

რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი კრასნოიარსკში სტუდენტებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა. საუბრისას ახალგაზრდებმა პრემიერს სასიყვარულო თემაზეც დაუსვეს შეკითხვები. ერთ-ერთმა სტუდენტმა მედვედევს ჰკითხა, როგორ შეიძლება, გოგონას თავი შეაყვაროს.

პრემიერმა სტუდენტი შეკითხვისთვის შეაქო და დასძინა, რომ სწორი შეკითხვა სწორ ადრესატს დაუსვა. 

"ვფიქრობ, რომ თქვენ თუ ახლა შეყვარებული ხართ, უნდა იყოთ შეუპოვარი. სრული სერიოზულობით გეუბნებით. საკუთარი გამოცდილებიდან ვამბობ. თუ ამ საკითხში გამოიჩენ სიმტკიცეს, მაშინ ყოველთვის მიაღწევ სასურველ შედეგს, რა თქმა უნდა, თუ შენ გიყვარს ეს ადამიანი და გინდა, მასთან ერთად იყო. სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს".