loader

რუსი დეპუტატის გვამი კასრში ჩაბეტონებული იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსი დეპუტატის გვამი კასრში ჩაბეტონებული იპოვეს

ლიპეცკის ოლქის დეპუტატის, მიხეილ პახომოვის გვამი მოსკოვის ერთ-ერთ ავტოფარეხში, ბეტონით სავსე კასრში იპოვეს. 37 წლის დეპუტატს ერთი კვირის განმავლობაში ეძებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით ამ საქმესთან დაკავშირებით უკვე რვა ადამიანია დაკავებული. ისინი მკვლელობის შემსრულებლები და დამკვეთები არიან. გამომძიებლების ვერსიით, მთავარი დამკვეთი მოსკოვის ოლქის საბინაო-კომუნალური მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე ევგენი ხარიტონოვია. მას მოკლულთან კომერციული ინტერესები აკავშირებდა.