loader

კანიბალი პოლიციელი, რომელიც ქალების გატაცებას და შეჭმას გეგმავდა, ცოლმა ამხილა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კანიბალი პოლიციელი, რომელიც ქალების გატაცებას და შეჭმას გეგმავდა, ცოლმა ამხილა

ნიუ იორკის სასამართლოში უცნაური საქმე განიხილება. გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მამაკაცი, 28 წლის ჟილბერტო ვალლე, გეგმავდა ქალების გატაცებას, წამებას, მოკვლას და შემდეგ მათ შეჭმას. ნიუიორკელი პოლიციელი საკუთარმა მეუღლემ ამხილა, რომელმაც ქმრის ზრახვების დამამტკიცებელი დოკუმენტები კომპიუტერში, ერთ-ერთ ფაილში აღმოაჩინა. ამასთან, წაიკითხა შოკისმომგვრელი მიმოწერები ანონიმურ პირებთან, სადაც ვალლე დაწვრილებით ხსნიდა თავისი შემზარავი გეგმების შესახებ. კანიბალიზმში ეჭვმიტანილი პოლიციის ოფიცერია და სავარაუდო მსხვერპლზე ინფორმაციას პოლიციის საინფორმაცია ბაზიდან იღებდა.

პოლიციამ კანიბალი კოლეგა ოქტომბრის თვეში აიყვანა. ჟილბერტო ვალლე ამ დრომდე დუმილის უფლებას ინარჩუნებს. დაცვის მხარე კი ამტკიცებს, რომ მამაკაცი არავის მოკვლას არ აპირებდა და უბრალოდ, თავისი სექსუალური ფანტაზიების და სურვილების ინტერნეტში გაზიარება სურდა. ერთ-ერთი ასეთი "სურვილი" იყო - "გოგონას ხორცის" ჭამა მადლიერების დღის აღსანიშნავ ვახშამზე.

გამოძიების ინფორმაციით, ჟილბერტო ვალლე ინტერნეტში ყველაზე ხშირად ეძებდა ინფორმაციას შემდეგი ფრაზებით: "საუკეთესო თოკი ვინმეს დასაბმელად", "ადამიანის ხორცი", "თეთრი მონობა", "ქიმიური ნივთიერებები ადამიანის გასათიშად" და ა.შ.