loader

ფრანგმა მეცნიერებმა რიჩარდ ლომგულის გულს გამოკვლევა ჩაუტარეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფრანგმა მეცნიერებმა რიჩარდ ლომგულის გულს გამოკვლევა ჩაუტარეს

ფრანგმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ინგლისის ლეგენდარული მეფის, რიჩარდ ლომგულის გული სპეციალური ბალახებით და სანელებლებით იყო ბალზამირებული. ეს რიტუალი მეფის სამოთხეში სწრაფად მოსახვედრად იყო ჩატარებული.

"ჯვაროსნული ლაშქრობების დროს მას სისასტიკისთვის აკრიტიკებდნენ. ამიტომაც, როდესაც მეფე გარდაიცვალა, მის სხეულს, განსაკუთრებით კი გულს, სიფრთხილით ეპყრობოდნენ. შემთხვევითობა არ არის, რომ მეფის გული ამ ბალახეულობაში და სანელებლებში დააბალზამირეს. იმ დროს ეგონათ, რომ ამ მეთოდით ადამიანი სამოთხეში უფრო სწრაფად მოხვდებოდა" - განაცხადა ექსპერტმა.

რიჩარდ ლომგული 1199 წელს საფრანგეთში გარდაიცვალა, მისი სხეული ფონტევრაუდის სააბატოში დაასაფლავეს, თუმცა, გული 300 კილომეტრის დაშორებით, როუენის საკათედრო ტაძარში შეინახეს. ეს ყველაზე "ძველი" გულია, რომლის შესწავლის საშუალება მეცნიერებს ოდესმე ჰქონიათ.