loader

ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა

ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა. 58 წლის უგო ჩავესი ვენესუელის პრეზიდენტი 1999 წლიდან იყო.

პრეზიდენტი ჩავესი გუშინ, 5 მარტს, ადგილობრივი დროით 16.25 საათზე გარდაიცვალა. იგი უკანასკნელი ორი წელი ებრძოდა ონკოლოგიურ დაავადებას.

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ჩავესი ჰავანიდან კარაკასში გადაიყვანეს. ჰავანაში იგი ბოლო ქირურგიული ოპერაციის შემდეგ მკურნალობდა.

პრეზიდენტის გარდაცვალება ვენესუელელ ხალხს უკვე მიუსამძიმრეს ურუგვაის, არგენტინის პრეზიდენტებმა, კუბის სახელმწიფო საბჭომ და სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნების პრეზიდენტებმა.

აშშ-ისა და სხვა ქვეყნების ლიდერები ჩავესის გარდაცვალებასთან დაკავშირებით უფრო თავშეკავებულნი არიან. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტ ჩავესის გარდაცვალების შემდეგ აშშ-სა და ვენესუელას შორის ურთიერთობები უფრო კონსტრუქციული იქნება.

ამასთან, ვენესუელამ უგო ჩავესის პრეზიდენტობის დროს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.