loader

ექსტრემალი "ლონდონის თვალზე" ცეცხლმოკიდებულ თოკზე დაეკიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექსტრემალი "ლონდონის თვალზე" ცეცხლმოკიდებულ თოკზე დაეკიდა

ექსტრიმის მოყვარულმა ჯონათან გუდვინმა ლონდონში თავისი უახლესი ილეთი წარადგინა. მსოფლიოში ყველაზე დიდ ეშმაკის ბორბალზე, სახელად London Eye-ზე (ლონდონის თვალი), მდინარე ტემზის თავზე, 61 მეტრის სიმაღლეზე ცეცხლმოკიდებულ თოკზე დაეკიდა. მაყურებელი თვალყურს ადევნებდა, როგორ ცდილობდა მამაკაცი შებოჭილი პერანგიდან გათავისუფლებას. 32 წლის კასკადიორმა პერანგი გაიხადა და ტრიუკი წარმატებით დაასრულა.

ტრიუკი ექსტრემალმა თავისი ახალი შოუს, "წარმოუდგენელი მისტერ გუდვინის" სარეკლამოდ ჩაატარა, რომლის ჩვენებაც 7 მარტს იწყება.