loader

იაპონიაში საკურა აყვავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იაპონიაში საკურა აყვავდა

სამხრეთ იაპონიის ქალაქ ფუკუოკას მეტეოროლოგიურმა სამსახურმა საკურის ყვავილობის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. თბილი ამინდების გამო ყვავილობა პროგნოზირებულ დროზე 10 დღით ადრე დაიწყო.

ქვეყნის ჩრდილოეთში - კუნძულ ჰოკაიდოზე კი საკურას ყვავილობას 30 აპრილს ელიან. შარშან საკურის პირველი ყვავილები კუნძულ სიკოკუზე (ქვეყნის სამხრეთი) 21 მარტს გაიშალა.

საკურა დეკორატიული ხეა, რომელიც ვარდისებრ ყვავილს ისხამს. ის იაპონიის კულტურის სიმბოლოდ მიიჩნევა.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე